The Independent – დონალდ ტრამპი ირანთან ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს თავს არიდებს და მედიას აკრიტიკებს

18:54, 16.03.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს თავს არიდებს და მედიას აკრიტიკებს, – ამის შესახებ სტატიას The Independent-ი აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვას ეხებოდა, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა და მას „შემაწუხებელი“ უწოდა.

„გაჩუმდი, შენ ძალიან შემაწუხებელი ხარ“, – მიმართა ტრამპმა ჟურნალისტს Air Force One-ის ბაზაზე.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა იმავე ჟურნალისტის კიდევ რამდენიმე კითხვას არ უპასუხა, მოგვიანებით კი მიუბრუნდა და ჰკითხა, რომელ საინფორმაციო საშუალებაში მუშაობდა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ABC News-დან იყო იყო.

ტრამპმა მედიასაშუალებას „ყალბი და კორუმპირებული“ უწოდა.

„ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, ყველაზე ყალბი, ყველაზე კორუმპირებული. იცით რა, ABC News-ი, ვფიქრობ, შეიძლება, პლანეტის ყველაზე კორუმპირებული საინფორმაციო ორგანიზაცია იყოს. ვფიქრობ, ისინი საშინლები არიან“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი