The American Spectator - სააკაშვილი ახლა ზელენსკის აჯილდოებს პრობლემებით
The American Spectator - სააკაშვილი ახლა ზელენსკის აჯილდოებს პრობლემებით

სააკაშვილი: ერთხელ უსიამოვნების მომტანი, ყოველთვის უსიამოვნების მომტანია,- ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული კონსერავტიული ჟურნალი The American Spectator ბრაიან მაკნიკოლის სტატიას.

სტატიის ავტორი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს. კერძოდ, სტატიაში ვკითხულობთ:

„მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველო 100 დღეში პრორუსულ მთავრობას არ დაამხობს, ქვეყანა აღარ იარსებებს. ის ამბობს, რომ „საქართველოში პრორუსული მთავრობის“ მოშორება უკრაინის ინტერესებშია და მსოფლიოს „წარმოუდგენელი შანსი და პასუხისმგებლობა გაუჩნდა“, რომ სწორედ ახლა იმოქმედოს და სიტუაციაზე რეაგირება მოახდინოს „შეუქცევადი იქნება მდგომარეობა, თუ 100 დღე მოქმედების გარეშე ჩაივლის”, – აცხადებს სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად 2004-2013 წლებში მსახურობდა. „ქვეყანა ამ უფსკრულიდან უნდა ამოვიყვანოთ“, – აცხადებს ის“, – ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, ქვეყანა უფსკრულში სულაც არ არის, ის რუსეთისგან იხრება ეკონომიკურად, სოციალურად და სტრატეგიულად, მისი ეკონომიკა 2019 წელს გამაოგნებელად, 5.2 პროცენტით გაიზარდა.

„ქვეყანამ ბოლო ათწლეულში სიღარიბის მაჩვენებელი გაანახევრა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ჯანსაღი ტემპით გაიზარდა. მან შეამცირა კორუფციის დონე, შეკვეცა რეგულაციები და გაამარტივა საგადასახადო სისტემა. გარკვეული სამუშაო აქვს, რომ მისი სასამართლო სისტემის რეაგირება უფრო გაიზარდოს, თუმცა მისი სასამართლო პროცესები სამართლიანად მიიჩნევა, ხოლო ბიზნესის ზრდის მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. The Heritage Foundation ინდექსით საქართველო მე-12 ადგილს იკავებს მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების ნიშნით. მსოფლიო ბანკი მას „ვარსკვლავურ რეფორმატორად“ მოიხსენიებს. ქვეყანამ ქება დაიმსახურა შეერთებული შტატებისგან ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის გამო.

ალიანსი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო პარტნიორად მიიჩნევს, იმდენად მჭიდროდ, რომ თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ნება დართო, ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი პლატფორმის (MISP) სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ დასავლეთზე მოახდინოს სწორება და არა რუსეთზე. სააკაშვილმა ეს იცის. მაშ რა აქვს მას ჩაფიქრებული? შესაძლოა, ოპოზიციური პარტიები ეძებენ ცნობილ მედროშეს, რადგან ახლანდელი ხელმძღვანელობის წარმატების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ხელისუფლებაში მალე დაბრუნდნენ. თუმცა, რთულია, არ გაითვალისწინო ისიც, რომ სააკაშვილი შესაძლოა, უბრალოდ უსიამოვნების მომტანია. თავის დროზე, საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში ამოიჩემა რუსეთთან არასაჭირო ბრძოლა, რის შედეგადაც უმალვე თავადაც დაისაჯა და ქვეყანაც. მის პრეზიდენტობასთან დაკავშირებული კორუფციული ბრალდებების გამო საქართველოდან გაქცევის შემდეგ, ის უკრაინაში დასახლდა და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დროს ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. შემდეგ მან თავისი მადლიერება გამოხატა თანამდებობიდან წასვლითა და პოროშენკოსადმი ოპოზიციური პარტიის შექმნით, რის შემდეგაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. მოქალაქეობა მას მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღუდგინა, რომელმაც სააკაშვილს ასევე მთავრობაში მუშაობაც დააწყებინა. ახლა სააკაშვილი ზელენსკის აჯილდოებს დამატებითი პრობლემებით, ხოლო მაღალჩინოსნები, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში გაღიზიანებული არიან. ზელენსკი რეგულარულად მკაფიოდ მიანიშნებს, რომ სააკაშვილი მისი სახელით არ საუბრობს“ , – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის მიხედვით, „ახლა გამოჩნდა საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ მაკკეინის ყოფილი მრჩეველი რენდი შენემანი, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თავმჯდომარის“ მოადგილე და „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრირებული წარმომადგენელი, რომელიც ზურაბიშვილის მთავრობასთან ოპონირებს“.

„ის შეერთებულ შტატებში სააკაშვილის კაცია. შენემანი სენატის დატოვებამდეც მუშაობდა საქართველოზე და ჯორჯ სოროსის რეგისტრირებული ლობისტია. სოროსის „ღია საზოგადოების ფონდიდან“ სხვა იურისტებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად, მონაწილეობდა სედონას ფორუმში, რომელიც ყოველწლიურად ქალაქ სედონაში იმართება აკადემიური წრეებისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის სპონსორობით. ამასთან, საქართველოს ლობისტად მუშაობისა და ამავდროულად მაკკეინის აპარატის წევრად ყოფნისას, მან სენატორი დაითანხმა საქართველოსა და სხვა კლიენტი ქვეყნების (ლატვიის, მაკედონიის, რუმინეთისა და ტაივანის) სასარგებლოდ ოთხი რეზოლუციის სპონსორი ყოფილიყო. ახლახან შენემანმა სოციოლოგიური კვლევები გააკეთა, რომლის თანახამდაც, ქართველები კვლავ არ ენდობიან მთავრობას და ქვეყნის მოქალაქეებს შორის კვლავ „პესიმიზმია“. მას მილიონის მეოთხედის ოდენობის კონტრაქტი აქვს გაფორმებული საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტიასთან, რომელიც ცდილობს, დამალოს ქვეყანაში მიღწეული პროგრესი“, – ნათქვამია აღნიშნულია მასალაში.

გარდა ამისა, სტატიის ავტორის თქმით, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ სააკაშვილი პრობლემების შექმნას განაგრძობს.

„ის ქარიზმატული და ამოუცნობი ფიგურაა, თუმცა თავისივე მოქალაქეებს ვერ შეეწყო ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში. მისმა ფეთქებადმა და იმპულსურმა აზროვნებამ აიძულა კონდოლიზა რაისი, ისიც კი ეთქვა, რომ ნატო საქართველოს ვერ დაუჭერდა მხარს რუსეთთან ბრძოლაში. სულ მცირე იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ ამერიკელი ცდილობს, შეაფერხოს ძალისხმევა ქვეყნის, რომელიც ცდილობს თავისუფლების გაფართოებას, ეკონომიკის ზრდას, დასავლეთთან დაახლოებასა და კორუფიციის შემცირებას. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, როდესაც ვიგებთ, რომ ის მაკკეინის ოფისის წევრია და მის საქმიანობას უკავშირდება“, – აღნიშნულია სტატიაში.