თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ბათუმში [ფოტო]
თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს მასპინძლობს. ხალხმრავლობაა სანაპიროზე, სადაც სპეციალური პავილიონებია მოწყობილი. ფესტივალში ფერმერული მეურნეობები, ასევე თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზატორი კომპანიები, რესტორნები და პროფესიული სასწავლო კოლეჯები მონაწილეობენ. წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის თევზების როგორც ცოცხალი ნიმუშები, ასევე მათგან დამზადებული კერძები.

ფესტივალის სტუმრებს კერძების მინიმალურ ფასად შეძენისა და დაგემოვნების საშუალება აქვთ. დაგეგმილია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის, ასევე თევზმოშენებისა და კულინარიის მასტერკლასები. ფესტივალის ორგანიზატორია აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია “ფორეჯი“.

ფესტივალი წელს მეორედ იმართება.