თეთრმა სახლმა შესაძლოა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ტრამპის ვიზიტი გააუქმოს, თუ აშშ-ის ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს
თეთრმა სახლმა შესაძლოა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ტრამპის ვიზიტი გააუქმოს, თუ აშშ-ის ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს

თეთრმა სახლმა შესაძლოა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპის ვიზიტი გააუქმოს, თუ აშშ-ის ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შვეიცარიის დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 22 იანვარს იხსნება.

აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე კონგრესში არსებული უთანხმოების გამო, 22 დეკემბერს აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ ნაწილობრივ შეაჩერა მუშაობა.

დონალდ ტრამპი და რესპუბლიკელები ბიუჯეტში მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხის შეტანას ითხოვენ, რასაც დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

სამხრეთის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის დონალდ ტრამპი ბიუჯეტიდან 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.