თეთრმა სახლმა ჯო ბაიდენისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ანგარიშების წარდგენის ნებართვა გასცა
თეთრმა სახლმა ჯო ბაიდენისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ანგარიშების წარდგენის ნებართვა გასცა

თეთრმა სახლმა ჯო ბაიდენისთვის ყოველდღიური სადაზვერვო ანგარიშების წარდგენის ნებართვა გასცა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენს ექნება წვდომა გლობალური მასშტაბით ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირითად საფრთხეებთან დაკავშირებულ ბოლო სადაზვერვო ინფორმაციასთან.

უილმინგტონში მედიასთან საუბრისას ბაიდენმა დაადასტურა, რომ მას სადაზვერვო ანგარიში შესთავაზეს, თუმცა, მისი თქმით, ის ჯერ არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს გენერალური მომსახურების ადმინისტრაციამ, რომელიც გარდამავალ პერიოდში საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაბარებას უზრუნველყოფს, ჯო ბაიდენს აცნობა, რომ მას შეუძლია, ოფიციალურად დაიწყოს უფლებამოსილების გადაბარების პროცედურა.