თეთრიწყაროში შვიდი ცხენის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თეთრიწყაროში შვიდი ცხენის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თეთრიწყაროში შვიდი ცხენის ქურდობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ექვსიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 20 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დაღეთში მოქალაქის კუთვნილი შვიდი ცხენი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ცხოველები პატრონს დაუბრუნეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.