თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარია
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტყის ხანძარია

მესამე დღეა, ხანძარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ კლდეისთან მისასვლელ გზაზე ცეცხლი ძირითადად ტყეში არსებულ ხმელ ბალახსა და ფოთლებს უკიდია.

ამ დრომდე, ხანძრის ორი მთავარი კერა რჩება. ადგილზე მობილიზებულია 40 მეხანძრე-მაშველი. ისინი ცდილობენ, ცეცხლი გზის მეორე მხარეს არ გადავიდეს და ახალი კერები არ გაჩნდეს.

რთული რელიეფის გამო, ტყეში ტექნიკით მუშაობა ვერ ხერხდება.