თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

ქვემო ქართლში, ქალაქ თეთრიწყაროსა და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, თეთრიწყაროს ფილიალის თანამშრომელთა ჯგუფები და მოხალისეები.

პროცედურა ეტაპობრივად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს. თერმოსკრინინგის ფარგლებში შეფასდება მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა.