თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას დღეს ოთხი პაციენტი დაემატა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას დღეს ოთხი პაციენტი დაემატა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას დღეს ოთხი პაციენტი დაემატა.

ახალი შემთხვევებიდან ორი უკვე ცნობილ, სამედიცინო კლასტერს უკავშირდება და ინფიცირებული ადამიანების ოჯახის წევრები არიან, ორი მათგანი კი თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეებში იყო გადანაწილებული.

თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 კი გამოჯანმრთელდა.