თეთრიწყარო მარნეულს უმოკლესი გზით დაუკავშირდება
თეთრიწყარო მარნეულს უმოკლესი გზით დაუკავშირდება

თეთრიწყარო მარნეულს უმოკლესი გზით დაუკავშირდება. სამკილომეტრნახევრიანი გზა, რომელიც სოფელ მაწევანზე გაივლის, წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო. გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ მაწევანში იგეგმება რიტუალების სახლის მშენებლობაც.

თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურული პროექტები მხარის გუბერნატორმა დაათვალიერა. შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ოთხი სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ახლად დანიშნული მხარის პირველი პირი თეთრიწყაროს, როგორც საკურორტო ზონისა და ტურისტული ცენტრის განვითარებაზე საუბრობს.