თეთრის სახლის პრესსპიკერი - აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარებამ შესაძლოა, უკრაინისა და მსოფლიოსთვის გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს
თეთრის სახლის პრესსპიკერი - აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარებამ შესაძლოა, უკრაინისა და მსოფლიოსთვის გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს

აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარებამ შესაძლოა, უკრაინისა და მსოფლიოსთვის გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს, – ამის შესახებ თეთრის სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ჰუმანიტარული საკითხების სპეციალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებამ შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს უკრაინის რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე.

„ამ ნაბიჯმა შესაძლოა, კრიტიკული მნიშვნელობის ჰუმანიტარულ და კომერციულ მოთამაშეებს პრობლემა შეუქმნას საკვების ექსპორტში, გლობალური საკვების კრიზისის შემსუბუქებაში და ძირი გამოუთხაროს შავი ზღვის საპორტო შეთანხმებას, რომელმაც უკვე უზრუნველყო მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული საკვების ექსპორტით მსოფლიოსთვის მიწოდება, მათ შორის აფრიკისთვის. ეს ასევე გააუფასურებს ჩვენ უპრეცედენტო პირობას, რომელიც იყო ეფექტური პუტინის წინააღმდეგ. ამან შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ჩვენ შესაძლებლობას უკრაინის დახმარების კუთხით მოლაპარაკების მაგიდასთან“, – თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

კარინ ჟან-პიერის განცხადებით, თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახელება საუკეთესო გზა არ არის.