თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა სანდერსი ივნისის ბოლოს თანამდებობას დატოვებს
თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა სანდერსი ივნისის ბოლოს თანამდებობას დატოვებს

თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა სანდერსი ივნისის ბოლოს თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, 3.5 წლიანი შესანიშნავი მუშაობის შემდეგ, სარა სანდერსი თეთრ სახლს დატოვებს და მშობლიურ არკანზასის შტატში დაბრუნდება.

„ის განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული. ვიმედოვნებ, რომ სარა სანდერსი არკანზასის გუბერნატორობაზე იყრის კენჭს – ის ფანტასტიკური იქნება. სარა, მადლობა შესანიშნავი მუშაობისთვის“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

სარა სანდერსი თეთრი სახლის პრესსპიკერი 2017 წლის ივლისში გახდა.