თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პუტინი რუსმა სამხედროებმა შეცდომაში შეიყვანეს, რამაც პუტინსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის მუდმივი დაძაბულობა გამოიწვია
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პუტინი რუსმა სამხედროებმა შეცდომაში შეიყვანეს, რამაც პუტინსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის მუდმივი დაძაბულობა გამოიწვია

აშშ დარწმუნებულია შეფასებაში, რომ ვლადიმერ პუტინს მრჩევლები ომთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აძლევენ.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, პუტინი რუსმა სამხედროებმა შეცდომაში შეიყვანეს და ამან გამოიწვია პუტინსა და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის მუდმივი დაძაბულობა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ინფორმაცია, რომელშიც ჩვენ ახლა დარწმუნებულები ვართ და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც, ალბათ, გარკვეული სიმართლის ხარისხში იყო შეჭრამდე. აშკარად ჩანს, რომ პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო უკრაინაში წასვლა, რომ მისი ძალები წინააღმდეგობას არ შეხვდებოდნენ, რომ მათ თბილად მიესალმებოდნენ უკრაინის რუსულენოვან ნაწილებში. რომ 48, 72 საათში შეძლებდა კიევის აღებას. მისი მრჩევლები ან სრული სიმართლეს არ ეუბნებიან, ან მათ არ უსმენს“, – თქვა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში.