თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაკკეინის აზრი გასათვალისწინებელი არ არის, რადგან ის „მაინც კვდება“

11:07, 11.05.2018
WASHINGTON, DC - JULY 27:  Sen. John McCain (R-AZ) holds a news conference with fellow GOP senators to say they would not support a 'Skinny Repeal' of health care at the U.S. Capitol July 27, 2017 in Washington, DC. The Republican senators said they would not support any legislation to repeal and replace Obamacare unless it was guaranteed to go to conference with the House of Representatives.  (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო შეხვედრის დროს სენატორ ჯონ მაკკეინის ტვინის სიმსივნესთან დაკავშირებით დამცინავი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, თეთრი სახლის კომუნიკაციების ოფისის სპეციალურმა ასისტენტმა, კელი სადლერმა განაცხადა, რომ მაკკეინის კრიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ CIA-ის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატზე ყურადღებამისაქცევი არ არის, რადგან ის მაინც დაიღუპება.

„ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ის მაინც კვდება“, – განაცხადა სადლერმა.

Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლის ამ რეპლიკას „ტვიტერში“ გამოეხმაურა მაკკეინის მეუღლე, სინდი მაკკეინი.

„ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ჩემს მეუღლეს ყავს ოჯახი, შვიდი შვილი და ხუთი შვილიშვილი“, – წერს სინდი მაკკეინი „ტვიტერზე“.

მაკკეინს ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა აქვს. დიაგნოზი სენატორს ერთი წლის წინ დაუსვეს.

Reuters-ი The Washington Post-ზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლის სპიკერმა სადლერის რეპლიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

„ჩვენ პატივს ვცემთ მაკკეინს და ვაფასებთ მის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურს“.

81 წლის ჯონ მაკკეინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებს.

რამდენიმე დღის წინ, მან სენატორებს მოუწოდა, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ჯინა ჯასპელისთვის მხარი არ დაეჭირათ.

წყარო: Reuters

მსგავსი