თეთრი სახლის წარმომადგენელი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა

00:08, 18.12.2021

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა და ოფიციალური ვაშინგტონი საკუთარ შეშფოთებას წარმოაჩენს.

სალივანის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების უკანასკნელი შეფასება იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ვაპირებთ, რომ მაგიდაზე დავდოთ ჩვენი შეშფოთების საკითხები. აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ პუტინს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, გასული კვირის შემდეგ რაიმე ცვლილება არ მომხდარა“, – განაცხადა სალივანმა.

მსგავსი