თეთრი სახლის პრესსპიკერი - კახოვკის კაშხალს რუსეთი აკონტროლებდა და ისინი არიან პასუხისმგებლები განადგურებაზე, რომელიც ამ ომმა გამოიწვია
თეთრი სახლის პრესსპიკერი - კახოვკის კაშხალს რუსეთი აკონტროლებდა და ისინი არიან პასუხისმგებლები განადგურებაზე, რომელიც ამ ომმა გამოიწვია

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, კახოვკის კაშხლის განადგურება შეუძლებელი იქნებოდა, რუსეთის არმია უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო და ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც სადგურს აკონტროლებდა.

მისივე თქმით, თეთრი სახლი განაგრძობს ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების მიზეზების შეფასებას.

„ჩვენ განვაგრძობთ მომხდარის შეფასებას. გვაქვს კომუნიკაცია უკრაინელებთან. ის ნგრევა და აფეთქება, რომელსაც ვხედავთ, გულსატკენია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ამ კაშხალს რუსეთი აკონტროლებდა და ისინი არიან პასუხისმგებლები იმ განადგურებაზე, რომელიც ამ ომმა გამოიწვია“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.