თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ოლაფ შოლცის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის მთავარი თემა უკრაინაში ომი იქნება
თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ოლაფ შოლცის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის მთავარი თემა უკრაინაში ომი იქნება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ვაშინგტონში ვიზიტი 3 მარტისთვის არის დაგეგმილი.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ოლაფ შოლცის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის მთავარი თემა უკრაინაში ომი იქნება.

„დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინაში ომი იქნება განხილვის მთავარი თემა. ეს შესაძლებლობას მისცემს პრეზიდენტ ბაიდენს, კიდევ ერთხელ გადაუხადოს მადლობა კანცლერს და გერმანელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინას გაუწიეს. მათ რეალურად გაააქტიურეს და გააფართოვეს შესაძლებლობები, რომლის გაგზავნაც უკრაინაში შეუძლიათ. ამის ბოლოდროინდელ მაგალითს „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები წარმოადგენს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტი იქნება ვაშინგტონში.