თეთრი სახლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამჟამად აშშ 18 სავაჭრო შეთანხმებაზე განიხილავს წინადადებებს

01:21, 23.04.2025

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლივიტის განცხადებით, ამჟამად აშშ 18 სავაჭრო შეთანხმებაზე განიხილავს წინადადებებს.

ქეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია „შეძლებისდაგვარად სწრაფად მუშაობს“, რათა შეთანხმებებს მიაღწიონ.

მისივე თქმით, აშშ-ის სავაჭრო გუნდი ამ კვირაში 34 ქვეყანას ხვდება.

რაც შეეხება ჩინეთს, თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისინი „ძალიან კარგად მუშაობენ“ ჩინეთთან პოტენციურ შეთანხმებაზე.

ამასთან, ქეროლაინ ლევიტს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს აშშ-ის სავაჭრო მოკავშირეების მიმართ საპასუხო ზომების მიღების შესახებ ჩინეთის მუქარასთან დაკავშირებით, რაზეც მან აღნიშნა: „რაოდენობა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციას უკავშირდებიან, თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მათ სჭირდებათ ამერიკის შეერთებული შტატები და სურთ აქ ბიზნესის კეთება“.

მსგავსი