თეთრი სახლის პრესსპიკერი - ტარიფები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, ენდეთ პრეზიდენტ ტრამპს
ენდეთ პრეზიდენტ ტრამპს, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტი აშშ-ში საფონდო ბირჟების ინდექსების შემცირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა ტრამპს, გადახედოს რომელიმე ტარიფს, ვიდრე 5 აპრილს ძალაში შევა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ტარიფები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.
„ის ყოველთვის მზადაა, აიღოს ტელეფონი ზარებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ მან გუშინ დაადგინა, რატომ ვაკეთებთ ამას“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
აშშ-ის საფონდო ბირჟები კლებით გაიხსნა. „დოუ ჯონსის“ ინდექსი – 2.8 პროცენტით, „ეს-ენ-პის“ – 3.3 პროცენტით, ხოლო ტექნოლოგიური „ნასდაქის“ 4.4-პროცენტით არის შემცირებული. ასევე შემცირდა დიდი კომპანიების ღირებულება, მათ შორის, „ნაიკის“ – 11 პროცენტით ერთ მომენტში, „გეფის“ – 18 პროცენტით, „ამაზონის“ – შვიდი პროცენტით, „ეფლის“ – ცხრა პროცენტით, „ჰარლი დევიდსონის“ კი – 4.5 პროცენტით. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ აქციების ღირებულება შეიძლება გაუმჯობესდეს დღის განმავლობაში და ვარდნა, შეიძლება, მუდმივი არ იყოს.