თეთრი სახლის პრესმდივანი - ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს აშშ „დემოკრატიის სამიტის“ მეორე შეხვედრას უმასპინძლებს
თეთრი სახლის პრესმდივანი - ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს აშშ „დემოკრატიის სამიტის“ მეორე შეხვედრას უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს აშშ „დემოკრატიის სამიტის“ მეორე შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადენლის თქმით, „დემოკრატიის სამიტის“ მეორე შეხვედრას შეუერთდებიან ახალი წევრები: კოსტა რიკა, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა და ზამბია.

„ჩვენ ერთად წარმოვაჩენთ მსოფლიო ლიდერების მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის პირველ სამიტზე აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს დემოკრატიული მოდელისა და კოლექტიური მოქმედების სიცოცხლისუნარიანობას, ჩვენი დროის უპრეცედენტო გამოწვევის მოსაგვარებლად“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

„დემოკრატიის სამიტის“ პირველი შეხვედრა 2021 წლის 9-10 დეკემბერს ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა.