თეთრი სახლის პრესმდივანი - დონალდ ტრამპს რუსეთში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება სურს
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რუსეთში ვიზიტის შესახებ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.
„თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება სურს. ტრამპმა ეს არაერთხელ განაცხადა“, – აღნიშნა ლევიტმა.
პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი პუტინს განიხილავს, როგორც რეგიონულ კონკურენტს, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ტრამპმა საუბრის შემდეგ აღნიშნა, პუტინთან შეთანხმდა, რომ ერთად იმუშავებენ, რაც ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს მოიცავს. ხოლო რუსული მედია წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია.