თეთრი სახლის პრესმდივანი – აშშ მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე

11:00, 05.04.2018

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა გააკეთა. მისი თქმით, სხვა ქვეყნებმა და აშშ-ის მოკავშირეებმა უნდა გაამკაცრონ პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ და გააძლიერონ ზეწოლა, ვიდრე მოსკოვი არ გადაიქცევა „კეთილსინდისიერ მოთამაშედ“ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.

ამასთან, სანდერსმა გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები, რომ თუ ტრამპი შეძლებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას, ეს სიკეთეს მოუტანს მთელ მსოფლიოს.

ეს განცხადება სარა სანდერსმა აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის, ჰერბერტ მაკმასტერის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. მაკმასტერმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა, რუსეთის მიერ გადადგმული აგრესიული ნაბიჯების გამო, მოსკოვს საკმარისად დიდი საფასური ვერ გადაახდევინეს.

მსგავსი