თეთრი სახლის პრესმდივანი - აშშ და ამერიკელი ხალხი დაიღალნენ ომის დაფინანსებით, პრეზიდენტ ტრამპს სურს მოლაპარაკებები, თუმცა, სამწუხაროდ, ზელენსკის ჯერ ამის სურვილი არ აქვს
დონალდ ტრამპს სურს შეთანხმების მიღწევა და სურს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლიერება გამოხატოს ამერიკისა და მშრომელი ამერიკელებისადმი, რომლებიც იხდიან მისი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, – ამის შესახებ ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს სურს მოლაპარაკებები, თუმცა, სამწუხაროდ, ზელენსკის ჯერ ამის სურვილი არ აქვს.
„ვოლოდიმირ ზელენსკის გასულ კვირას მხოლოდ რამდენიმე წუთი აშორებდა მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერამდე, თუმცა, ამის ნაცვლად, მან პირიქით, იმ ხელს ჩაარტყა, რომელიც მას კვებავს. აშშ და ამერიკელი ხალხი დაიღალა ამ ომის დაფინანსებით. პრეზიდენტ ტრამპს სურს მოლაპარაკებები, თუმცა, სამწუხაროდ, ზელენსკის ჯერ ამის სურვილი არ აქვს“, – აცხადებს ლევიტი.