თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინის საკითხის განსახილველად, ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა
თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინის საკითხის განსახილველად, ჯო ბაიდენი პოლონეთში ჩავა

უკრაინის საკითხის განსახილველად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს პოლონეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში მას შემდეგ გაემგზავრება, რაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხს ნატო-ს მოკავშირეებთან, დიდი შვიდეულის წევრებთან და ევროკავშირის ლიდერებთან განიხილავს.

„პრეზიდენტი განიხილავს, თუ როგორ რეაგირებს აშშ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.