თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ისა და თურქეთის ლიდერებმა შეშფოთება გამოხატეს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის გამო.

„ლიდერებმა დაადასტურეს უკრაინის მთავრობის და ხალხის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს რუსეთის აგრესიის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობას. პრეზიდენტმა ბაიდენმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ლიდერის ძალისხმევისთვის, რომელიც მხარს უჭერს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას, ისევე როგორც თურქეთის ურთიერთქმედებისთვის რეგიონულ ლიდერებთან, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის და სტაბილურობის გამყარებას“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივნამა, ჯენ ფსაკიმ თქვა, ბაიდენისა და ერდოღანის სატელეფონო საუბარი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.