თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯეიკ სალივანმა და საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობა დაადასტურეს
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯეიკ სალივანმა და საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობა დაადასტურეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი თეთრ სახლში საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს და ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის გადაუდებელი აუცილებლობა დაადასტურეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით,  ჯეიკ სალივანმა და საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარებაზე მუშაობის მნიშვნელობას იმ სამუშაოს საფუძველზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობდა.