თეთრი სახლის ეკონომიკური მრჩეველი აცხადებს, რომ თურქეთს ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემები აქვს

14:27, 14.08.2018

თურქეთის ეროვნული ვალუტის ვარდნა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას ფუნდამენტური ეკონომიკური პრობლემები აქვს,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა, კევინ ჰესეთმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters – ი ავრცელებს.

„ჩვენ თურქეთში არსებულ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით. როდესაც ქვეყანა კარგავს კავშირს ლიბერალურ დემოკრატიასთან, არავინ იცის, რა მოუვა ეკონომიკას“,- განაცხადა თეთრი სახლის ეკონომიკურმა მრჩეველმა.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 40 პროცენტით გაუფასურდა.

მსგავსი