თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ირანთან რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება
თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ირანთან რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანთან რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, უიტკოფი თეირანთან დიალოგს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზით აწარმოებს.

თეთრი სახლის ცნობით, შუამავლის როლს კატარი ასრულებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაც გამართა.