თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს უნგრეთს ეწვევა და ვიქტორ ორბანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს უნგრეთს ეწვევა და ვიქტორ ორბანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 7-8 აპრილს უნგრეთს ეწვევა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

თეთრი სახლის განცხადებით, ვენსი ბუდაპეშტში სიტყვითაც გამოვა.

ვენსის ვიზიტი უნგრეთში 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს არჩევნები ორბანისთვის 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე რთული იქნება.

ცნობითვის, 2026 წლის 16 თებერვალს უნგრეთში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.