თეთრი სახლის აპარატის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა
თეთრი სახლის აპარატის უფროსს, მარკ მედოუსს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედოუსის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
„როიტერი“ წერს, რომ მედოუსი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად წინასაარჩევნო შეკრებებს და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებას ესწრებოდა.
აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 10 მილიონს უახლოვდება, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი 236 ათასს აღწევს.