თეთრი სახლის აპარატის უფროსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე რთული იყო, ვიდრე ეს საჯაროდ გახდა ცნობილი
An interpreter translates for President Donald Trump as French President Emmanuel Macron speaks during a meeting at Winfield House during the NATO summit, Tuesday, Dec. 3, 2019, in London. (AP Photo/ Evan Vucci)
თეთრი სახლის აპარატის უფროსი მარკ მედოუსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო რთული იყო, ვიდრე ეს საჯაროდ გახდა ცნობილი. ამის შესახებ მედოუსმა „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
თეთრი სახლის აპარატის უფროსის თქმით, პარასკევს აშშ-ს პრეზიდენტს სიცხე ჰქონდა.
„ამჟამად, ყველაზე კარგი ის არის, რომ სიცხე აღარ აქვს, და ჟანგბადის შემცველობის დონეც გაზრდილია. გუშინ დილით ძალიან ვღელავდით, მას სიცხე ჰქონდა და სისხლში ჟანგბადის შემცველობაც დაუვარდა, თუმცა როგორც სჩვევია, პრეზიდენტი მაინც ფეხზე იყო და გადაადგილდებოდა“, – განაცხადა მედოუსმა.
74 წლის დონალდ ტრამპი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მერილენდში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში პარასკევს გადაიყვანეს. კორონავირუსით ინფიცირებულია მისი მეუღლე მელანია ტრამპიც. აქამდე, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.