თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი იქნება
თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი იქნება

თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი იქნება. როგორც ბიბისი წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრის სახლის პრესსპიკერი იქნება ფერადკანიანი და ლგბტქ-თემის წარმომადგენელი.

კარინ ჟან-პიერი 44 წლისაა. ის მანამდე თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილედ მუშაობდა. კარინ ჟან-პიერი კარიბის ზღვის კუნძულ მარტინკაზეა დაბადებული. იგი ​ობამას ადმინისტრაციის წევრიც იყო. თეთრ სახლში მისვლამდე ჟან-პიერი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ოფისს ხელმძღვანელობდა.

კარინ ჟან-პიერი შეცვლის 43 წლის ჯენ ფსაკის, რომელიც მედიის ცნობით, ტელეკომპანია „ემესენბისიზე“ გადადის სამუშაოდ.