თეთრი სახლი - ტრამპისა დ პუტინის შეხვედრას ჩაშლა არ ემუქრება
თეთრი სახლი - ტრამპისა დ პუტინის შეხვედრას ჩაშლა არ ემუქრება

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ჩანიშნული შეხვედრა აუცილებლად შედგება და ისტორიულ აუდიენციას ჩაშლა არ ემუქრება.

ტრამპისა და პუტინის სამიტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს აშშ-ის ნაციონალურ კომიტეტზე 2016 წელს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ბრალი წაუყენა. როგორც ირკვევა, 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად ინტერნეტში კომიტეტის წევრების მიმოწერა გავრცელდა.

რობერტ მიულერი 2017 წლის აგვისტოდან დღემდე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 16 ივლისს გაიმართება.