თეთრი სახლი რუსეთს ახსენებს, რომ ადამიანებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ
თეთრმა სახლმა რუსეთს შეახსენა, რომ ადამიანებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.
„ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ მისი ხმა ისმოდეს“, – აღნიშნა სანდერსმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მეოთხე ვადით გაპრეზიდენტება მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.
ვლადიმერ პუტინის მეოთხე ვადით ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართა.
ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის ათობით ქალაქში რუსეთის გაპრეზიდენტების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა.