თეთრი სახლი რუსეთს ახსენებს, რომ ადამიანებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ

09:26, 08.05.2018

თეთრმა სახლმა რუსეთს შეახსენა, რომ ადამიანებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ მისი ხმა ისმოდეს“, – აღნიშნა სანდერსმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მეოთხე ვადით გაპრეზიდენტება მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.

ვლადიმერ პუტინის მეოთხე ვადით ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართა.

ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის ათობით ქალაქში რუსეთის გაპრეზიდენტების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა.

მსგავსი