თეთრი სახლი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებამდე ძალაში დარჩება
თეთრი სახლი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებამდე ძალაში დარჩება

აშშ არ აღიარებს ყირიმის ანექსიას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებამდე ძალაში დარჩება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ყირიმის ანექსიის აღიარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა „ვნახოთ“.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართება.

როგორც აშშ-ში აცხადებენ, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის სირია და უკრაინა იქნება. თავის მხრივ, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი ყირიმის საკითხის განხილვას არ აპირებს.