თეთრი სახლი - რუსეთიდან 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევება აშშ-რუსეთის ურთიერთობებს გააუარესებს
თეთრი სახლი - რუსეთიდან 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევება აშშ-რუსეთის ურთიერთობებს გააუარესებს

მოსკოვის გადაწყვეტილება, ქვეყნიდან 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევებისა და სანქტ- პეტერბურგში საკონსულოს დახურვის შესახებ, სამომავლოდ, ამერიკა – რუსეთის ურთიერთობს გააუარესებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის” ინფორმაციით, ეს განცხადება თეთრ სახლში გაკეთდა.

„რუსეთის პასუხი არ იყო მოულოდნელი და ამერიკის შეერთებული შტატები ამას თავს გაართმევს”,- განაცხადეს თეთრ სახლში .

თეთრი სახლის პრესმდივნის , ჰიზერ ნაუერეტის თქმით მოსკოვი მსხვერპლის როლში არ უნდა იყოს.

„ამ სიტუაციაში ერთადერთი მსხვერპლი არის ის ორი ადამიანი, რომლებიც ახლა საავადმყოფოში იმყოფებიან. ასევე  ყველა ის ადამიანი, ვინც იმ დროს პარკში იყო და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა “,-განაცხადა ჰიზერ ნაუერეტიმ.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უფლებას იტოვებს, რუსეთს დამატებითი ზომებით უპასუხოს.

„ თუ რუსეთს აწუხებს ეკონომიკა, ის არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მის ხალხს დააზიანებს“ – განაცხადეს თეთრ სახლში.

შეგახსნებთ, რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყანას 60 ამერიკელი დიპლომატი ტოვებს და იხურება საკონსულოები ეკატერინბურგსა და სანქტ-პეტერბურგში.