თეთრი სახლი მოუწოდებს რუსეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა ბელარუსზე ზემოქმედებისთვის ევროკავშირის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის შესაჩერებლად
თეთრი სახლი მოუწოდებს რუსეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა ბელარუსზე ზემოქმედებისთვის ევროკავშირის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის შესაჩერებლად. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, აშშ ევროპელ მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან ამ საკითხზე მუშაობს.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ და პირდაპირ ვუბიძგებთ რუსეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა ლუკაშენკოს რეჟიმზე ზემოქმედების მოსახდენად, რათა მან შეწყვიტოს დაუცველი ხალხის უგულო ექსპლუატაცია და იძულება“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირი ბელარუსს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების ევროკავშირის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ხელშეწყობაში სდებს ბრალს დ აცხადებს, რომ ბელარუსი მიგრანტებს ევროკავშირის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. ამჟამად პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიასა და ბელარუსს შორის საზღვარზე ათასობით მიგრანტი იმყოფება.