თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა კატარის ამირას მოუწოდა, გამოიყენოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა „ჰამასი“ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა კატარის ამირას მოუწოდა, გამოიყენოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა „ჰამასი“ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კატარის ამირას, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანის მოუწოდა, რომ გამოიყენოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა „ჰამასი“ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება იძლევა ღაზაში კრიზისის დასრულების შესაძლებლობას. ბაიდენმა დაადასტურა ისრაელის მზაობა, პროგრესი მოხდეს იმ პირობებით, რაც „ჰამასს“ შესთავაზეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ, ეგვიპტე და კატარი მზად არიან, სრულად განახორციელონ შეთანხმება.

„ახლა „ჰამასი“ არის ერთადერთი წინაღობა ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში ხალხის დახმარებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.