თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ღაზაში დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ღაზაში დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ღაზაში „დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

„პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ისრაელს აქვს ყველა უფლება და პასუხისმგებლობა, დაიცვას თავისი მოქალაქეები ტერორიზმისგან და ხაზი გაუსვა ამის აუცილებლობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ დარჩნენ რეგულარულ კონტაქტზე, როგორც უშუალოდ, ასევე მათი ეროვნული უსაფრთხოების გუნდების მეშვეობით.