თეთრი სახლი – ირანული სამხედრო გემი თვლიდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო, მაგრამ ასე არ იყო
ირანული სამხედრო გემი თვლიდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო, მაგრამ ასე არ იყო, – ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, თეთრი სახლი აქვეყნებს კადრებს, სადაც ირანული სამხედრო გემი ცეცხლმოკიდებულია.
„ომის დეპარტამენტი გამარჯვებისთვის იბრძვის“, – წერია თეთრი სახლის მიერ „იქსზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი კი აცხადებს, რომ შრი ლანკის სანაპიროებთან ირანულ გემს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა დაარტყა. მისი თქმით, ინდოეთის ოკეანეში მცურავ ირანულ ფრეგატზე თავდასხმა ტორპედოთი განხორციელდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წყალქვეშა ტორპედოს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.
This Iranian warship thought it was safe in international waters. It wasn’t.
The @DeptofWar is fighting to win. 🇺🇸 pic.twitter.com/4bGMubuSQu
— The White House (@WhiteHouse) March 4, 2026