თეთრი სახლი დონალდ ტრამპზე - ნაკლებად სავარაუდოა, ორ წელიწადში ზებრის ზოლები შეიცვალოს
თეთრი სახლი დონალდ ტრამპზე - ნაკლებად სავარაუდოა, ორ წელიწადში ზებრის ზოლები შეიცვალოს

თეთრი სახლში „ფეისბუქის“ მიერ თავის პლატფორმაზე დონალდ ტრამპისთვის შეზღუდვის კიდევ ორი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა, „ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზებრის ზოლები ორ წელიწადში შეცვალოს“.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ყველა სოციალური ქსელისა თუ ინტერნეტ პლატფორმის ვალდებულებაა, დაიცვას მომხმარებლები დეზინფორმაციისგან.

„ნებისმიერი პლატფორმა, იქნება ეს „ფეისბუქი“, „ტვიტერი“ თუ სხვა, რომელიც ინფორმაციაც მილიონობით ამერიკელს აწვდის, ვალდებულია, ებრძოლოს დეზინფორმაციას და ცრუ ინფორმაციას, იქნება ეს არჩევნებზე თუ მაგალითისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

„ჩვენ ბევრი ვისწავლეთ პრეზიდენტ ტრამპისგან ბოლო რამდენიმე წელიწადში მისი ქცევის შესახებ, აგრეთვე, პლატფორმების გამოყენების მის სტილზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორ წელიწადში ზებრამ ზოლები შეიცვალოს. ვნახოთ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

„ფეისბუქმა“ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავის პლატფორმაზე შეზღუდვა 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა.