თეთრი სახლი - დონალდ ტრამპის წინააღმდეგ რაიმე სახის ბრალდება წაყენებული არ არის
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპის წინააღმდეგ რაიმე სახის ბრალდება წაყენებული არ არის

დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის მიერ დანაშაულის აღიარებას თეთრი სახლი გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი დამნაშავე არ არის.

„მას არაფერი დაუშავებია. პრეზიდენტის წინააღმდეგ არ არის წაყენებული რაიმე სახის ბრალდება“ ,-განმარტა სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე.

თავად დონალდ ტრამპი კი მისი ყოფილი ადვოკატის მიერ დანაშაულის აღიარებას სოციალური ქსელი Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა. თეთრი სახლის ლიდერმა მაიკლ კოენის ბრალეულობა უარყო და ხაზი გაუსვა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები დანაშაული არ არის.

დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა სასამართლოს წინაშე თავი დამნაშავედ ცნო. მაიკლ კოენმა 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევები, ასევე საგადასახადო და საბანკო გადაცდომები აღიარა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირის ყოფილმა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მოქმედებდა.

როგორც ცნობილია, მაიკლ კოენის საქმეზე განაჩენი 12 დეკემბერს გამოცხადდება.