თეთრი სახლი ჟურნალისტებისთვის სავალდებულო ქცევის წესების შემოღებას აპირებს
თეთრი სახლი ჟურნალისტებისთვის სავალდებულო ქცევის წესების შემოღებას აპირებს

თეთრი სახლი ჟურნალისტებისთვის სავალდებულო ქცევის წესების შემოღებას აპირებს. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე მუშაობს დოკუმენტზე, რომელშიც თეთრის სახლის რეპორტიორებისთვის გაწერილი იქნება  წესები.

„ჩვენ მოგვიწევს რეგულაციებისა და წესების შემუშავება, რომელთა დაცვაც სავალდებულო იქნება. თუ რეპორტიორი წესებს დაარღვევს, ჩვენ მას გავაგდებთ ან პრესკონფერენციას შევაჩერებთ. თუ ისინი წესებს არ დაემორჩილებიან, სასმართლოში დავბრუნდებით და პროცესს მოვიგებთ“, – განაცხადა სანდერსმა.

მანამდე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ CNN-ის ჟურნალისტს, ჯიმ აკოსტას ​აკრედიტაცია გაუუქმა. ამის მიზეზად ტრამპის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის ქცევა დასახელდა.

მოგვიანებით, სასამართლომ თეთრი სახლის გადაწყვეტილებას უკანონო და დაუსაბუთებელი უწოდა. მოსამართლის განკარგულებით, აკოსტას აკრედიატაცია დროებით აღუდგინეს. საქმის განხილვა კი გრძელდება.