თეთრი სახლი - აშშ-ის სამხედრო ძალები სირიის ჩრდილოეთით თურქეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები სირიის ჩრდილოეთით თურქეთის მიერ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ეს განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დაამარცხა, ადგილზე არანაირ ოპერაციაში ჩართვას არ გეგმავს.