თეთრი სახლი - აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა
თეთრი სახლი - აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი უკრაინულ ოჯახებს რუსეთ-უკრაინის ომის დროს გატაცებული ბავშვების დაბრუნებაში მეოთხედ დაეხმარა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინაში მალე დაბრუნდება ექვსი უკრაინელი არასრულწლოვანი, რომლებიც ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ.

„მსოფლიოს ამ რეგიონში ბავშვების საყვარელ ადამიანებთან გაერთიანება დღეს ისევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური საკითხია. მე იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე მუდმივი თანამშრომლობის ერთგული დარჩება“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.

თეთრი სახლის ცნობით, პირველი ლედი მელანია ტრამპი და მისი წარმომადგენელი კვლავ ჩართულნი არიან რუსეთსა და უკრაინასთან ერთად მუშაობაში, რათა აღმოაჩინონ და გააერთიანონ ის პირები, რომლებიც მიმდინარე ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული გახდნენ.

ამასთან, 2025 წლის აგვისტოში მელანია ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „მშვიდობის წერილი“ მისწერა, რომელშიც მას გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპმა წერილი კრემლის ლიდერს ალასკის სამიტამდე გადასცა.