თეთრი სახლი - არსებული ინფორმაციით, პოლონეთში უკრაინული საზენიტო რაკეტა ჩამოვარდა
თეთრი სახლი - არსებული ინფორმაციით, პოლონეთში უკრაინული საზენიტო რაკეტა ჩამოვარდა

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი ედრიენ უოტსონი პოლონეთის ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ არაფერი გვინახავს ისეთი, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტი დუდას წინასწარ შეფასებებს, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგია, რომელიც სამწუხაროდ პოლონეთში ჩამოვარდა“, – ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საბოლოო დასკვნებს წინ არ გაუსწრებს და სრულად უცხადებს ნდობას პოლონეთს, რომელიც ამ ინციდენტს იძიებს.

თეთრი სახლი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ტრაგიკული მოვლენაში პასუხისმგებელი მხარე რუსეთია, რომელმაც უკრაინაში ომი წამოიწყო. თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინას სრული უფლება აქვს დაიცვას თავი.