თეთრი სახლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რამდენიმე სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე წვდომას ზღუდავს
თეთრი სახლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რამდენიმე სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე წვდომას ზღუდავს

თეთრი სახლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რამდენიმე სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე წვდომას ზღუდავს, საუბარია დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ასევე ტრამპისა და საუდის არაბეთის პრინცის სატელეფონო ჩანაწერებზე. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“, წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრინცთან სატელეფონო საუბარი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ შედგა ამ სატელეფონო საუბრის სტენოგრამა კი არავის უნახავს.

ასევე, საუბარია ვლადიმერ პუტინთან ერთ სატელეფონო საუბარზე, რომლის სტენოგრამაც არ არსებობს. მას შემდეგ რაც თეთრმა სახლმა აშშ-ს პრეზიდენტისა და უკრაინის პირველი პირის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა, კრემლში განცხადება გაკეთდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კრემი იმედს იტოვებს, რომ მსგავსი რამ არასდროს მოხდება რუსეთის შემთხვევაში.