თეთრი სახლი ადასტურებს, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ვილმინგტონის საპრეზიდენტო რეზიდენციის ავტოფარეხში იპოვეს

20:17, 12.01.2023

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი ვილმინგტონში, ავტოფარეხში იპოვეს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რიჩარდ სობერმა განაცხადა, ადვოკატებმა საბუთებში აღმოაჩინეს ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი საიდუმლო დოკუმენტები.

„ერთ-ერთი დოკუმენტი აღმოჩენილია ვილმინგტონის საპრეზიდენტო რეზიდენციის ავტოფარეხში, ერთფურცლიანი დოკუმენტი კი ამავე რეზიდენციის ერთ-ერთ ოთახში, რომელიც ავტოფარეხის გვერდითაა“, – განაცხადა რიჩარდ სობერმა.

დოკუმენტები არის 2009-2017 წლების დროინდელი, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

 

მსგავსი