„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერსა და სამართალდამცველებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერსა და სამართალდამცველებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერსა და სამართალდამცველებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა გააკეთა.

ბექა წიქარიშვილმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

„სამწუხაროდ, შეთანხმება ჩვენს შორის ვერ შედგა. საკითხი ეხებოდა შემდეგს, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობაა. თუმცა საპატრულო პოლიციის მხრიდან სხვა პოზიციაა, ისინი ფიქრობენ, რომ არასაკმარისია. ეს უნდა გვიბიძგებდეს იმისკენ, რომ გავმრავლდეთ, დავუძახოთ ჩვენს მეგობრებს, ვანახოთ, რამდენი ვართ რეალურად. თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზეც არსებობს ქუჩის დაკავების აუცილებლობა. გარდა ამისა, მეორე მოთხოვნა ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ სპეცრაზმი გავიდეს, ჩვენ არ გვჭირდება აქ ის სპეცრაზმი, რომელიც გუშინ გვარბევდა. ასე, რომ იქნებ კიდევ ერთხელ გადახედოთ ხალხის რაოდენობას, ადამიანებს, რომლებსაც ფლანგებზე არ ესმით ჩვენი ხმა და იქნებ დაგვითმოთ ქუჩა. ველოდებით თქვენგან პოზიტიურ ნაბიჯს”, – განაცხადა ბექა წიაქარიშვილმა.

თბილისში, რუთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქცია  „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ.